
ევროკავშირის ოფიციალური პირები საქართველოს დაშინებას და შანტაჟს პირდაპირ ახორციელებენ
2024 წლის ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებულ ანგარიშზე საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი განცხადებას ავრცელებს. როგორც პაველ ჰერჩინსკიმ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გაფართოების შესახებ წლიური ანგარიში საერთოა იმ ათივე ქვეყნისთვის, რომელმაც განაცხადი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. „ანგარიში გამოქვეყნდა საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, სადაც საქართველოს ევროპული მომავალი ცენტრალური საკითხი იყო. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან ერთი წლის შემდეგ დადგა










