
ექსკლუზივი – აფხაზეთი : ტკივილიდან სიმართლემდე – „GEO NEWS“-ის მედია კამპანია და ფსევდო-პატრიოტიზმის ანატომია ?
ყველაფერი ერთი, ერთი შეხედვით სუბიექტური, თუმცა თავისი არსით უნივერსალური თვითრეფლექსიით დაიწყო. როდესაც საგაზეთო ფურცლებზე ჩემი წილი აფხაზეთი გავიხსენე, ეს არ იყო მხოლოდ ნოსტალგიური დაბრუნება დაკარგულ სამოთხეში – ეს იყო მცდელობა, გამერღვია ის დუმილის თუ ფორმალური სამძიმრის კედელი, რომელიც აფხაზეთის თემას წლებია გარს აკრავს. ჩემი, ირაკლი კერესელიძის ეს პერსონალური აღსარება იქცა იმ იმპულსად, რამაც „GEO NEWS“-ის










