
ექსკლუზივი : იმპერატორის სიმშვიდე და ამბიციური ლეგატის „საპატიო გადასახლება“ – რატომ დამარცხდა ნარცისი მდინარაძე პატრიოტ ჩუბინიძის „უხილავ კედელთან“ ?
ქართულ პოლიტიკურ ოლიმპოზე სიმშვიდეა, თუმცა ეს ისეთივე სიმშვიდეა, როგორიც Pax Romana-ს დროს, როცა ფორმალური დაწინაურებები რეალურად გავლენების რღვევასა და „რბილ დევნას“ ნიშნავდა. მამუკა მდინარაძის გადაყვანა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ( სუს ) უფროსის პოსტიდან ახლად შესაქმნელი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის და ვიცე-პრემიერის სავარძელში, პოლიტიკური ანალიზის ენაზე არა „კარიერულ წინსვლას“, არამედ „ოქროს გალიაში“ მოთავსებას ჰგავს.










