
ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა ანკორიჯში – სიმბოლური გამარჯვება კრემლისთვის ?
15 აგვისტოს, ალასკის ყველაზე დიდ ქალაქ ანკორიჯში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიწვევით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მას შეხვდა. ეს შეხვედრა მრავალი მიზეზის გამო მოექცა მსოფლიო მედიისა და ანალიტიკოსების ყურადღების ცენტრში. მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებებმა ხილული შედეგი, მაგალითად, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა, ვერ მოიტანა, თავად შეხვედრის ფაქტი და მისი გარემოებები ბევრი დამკვირვებლისთვის პუტინის პოლიტიკურ გამარჯვებაზე მიუთითებს. ბოლო










