
მედია -საბოტაჟი პოლიტიკური რევანშიზმის სამსახურში, როდესაც ბრძოლა წესების გარეშე იწყება ?
ბოლო თვეების განმავლობაში საინფორმაციო-ანალიტიკური პლატფორმა „GEO NEWS“ და მისი სარედაქციო გუნდი უპრეცედენტო, კარგად ორგანიზებული და მიზანმიმართული შეტევის სამიზნე გახდა. ეს არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ოპონირება – ეს არის ღია აგრესია, რომელიც სცდება პროფესიულ ეთიკას და მიმართულია ადამიანური ღირსების, ოჯახური სიმშვიდისა და მედიის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. არსებობდა გამოკვეთლი სურვილი ჩვენ შეგვეწყვიტა ფუნქციონირება, ან შეგვეცვალა პოლიტიკური პოზიცია, რაც










