
აჩემებული პროტესტი და ცოფის ნთხევა რუსთაველზე
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რითაც სისხლის სამართლის სტანდარტით დადასტურდა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და ზუსტად ასახა საქართველოს მოსახლეობის ნება. აღნიშნულის ფონზე, რადიკალური ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები დესტრუქციას კვლავ განაგრძობენ. ამავდროულად, ჰიპერაგრესიულები არიან და, ფაქტორბივად, ქვეყნის ანარქიაში ჩაძირვაზე ოცნებობენ.









