
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ბატონო პრეზიდენტო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. სახელმწიფოებრივი დღესასწაულები, ამავდროულად, წარმოადგენს შესაძლებლობას, რომ ერთად გავიაზროთ გლობალური გამოწვევები. საერთაშორისო საზოგადოება სულ უფრო ხშირად დგება რთული ამოცანების წინაშე, რომელთა გადასაჭრელად საჭიროა მრავალმხრივი მიდგომა – კლიმატური კრიზისიდან დაწყებული, კონფლიქტებითა და მზარდი სოციალური უთანასწორობებით დასრულებული. ამ










