• July

    4

    2026
  • 16
  • 0
„ევრაქტივმა“ სატირული სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ევროკავშირის სანქციების 137-ე პაკეტს 92 წლის ურსულა ფონ დერ ლაიენი 2050 წელს წარადგენს

„ევრაქტივმა“ სატირული სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ევროკავშირის სანქციების 137-ე პაკეტს 92 წლის ურსულა ფონ დერ ლაიენი 2050 წელს წარადგენს

„ევრაქტივმა“ სატირული სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც იუმორისტულად არის მოხსენებული სანქციების 137-ე პაკეტი, რომელსაც ევროკავშირი 2050 წელს მიიღებს.

სტატიის თანახმად, სანქციების 137-ე პაკეტი 92 წლის ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარადგინა, რომელიც ევროკომისიის „უპრეცედენტო, მეშვიდე ვადით“ ხელმძღვანელად არის არჩეული.

იუმორისტული სტატიის თანახმად, სანქციები მოიცავს რუსი მებრძოლებისა და დათვების მწვრთნელებისთვის მოგზაურობის აკრძალვას, გერმანული შნაფსის ჭიქების რუსეთში ექსპორტის აკრძალვას, ასევე რუსული ლუდის, ბორშისა და ყველის უმეტესობის იმპორტის აკრძალვას, გარდა რუსული მოცარელასი, რომელიც, „ევრაქტივის“ მიხედვით, 2050 წლისთვის ფრანგების ფავორიტი ხდება.

სტატიის თანახმად, ცალკე სანქციები ეკისრება ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ ორ ტანკერს, რომელთა რიცხვი 2050 წლისთვის 4 000-ს გადააჭარბებს.

სტატიის მიხედვით, სანქციების პაკეტის გამოცხადების შემდეგ ურსულა ფონ დერ ლაიენი ჟურნალისტებს ტოვებს, რადგან, როგორც წესი, კითხვების დასმა აკრძალულია.

„ევრაქტივი“ წერს, რომ, სამწუხაროდ, ეს ჰიპოთეტური სცენარი ოდნავ ნაკლებად აბსურდულია, ვიდრე ევროპის რეალური სცენარი, რადგან, სინამდვილეში, ამ სცენარიდან ას წელს მიღწეულ კომისიის პრეზიდენტს თუ ამოიღებთ, ყველაფერი სავალალოდ მსგავსი იქნება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor