
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ემანუელ მაკრონი ევროპელებს აფრთხილებს, „არ იქცნენ აშშ-ის ბედნიერ ვასალებად“
საფრანგეთის პრეზიდენტი ევროპელებს აფრთხილებს, რომ „არ იქცნენ აშშ-ის ბედნიერ ვასალებად“. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა პორტუგალიაში ვიზიტისას განაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროპელებს, „კვლავ აღმოაჩინონ რისკის, ამბიციისა და ძალაუფლების გემო“. „მე ვხედავ ბევრ ადამიანს ჩვენს ევროპაში, რომლებიც ამბობენ, – ჩვენ უნდა ვიყოთ კეთილგანწყობილი ამერიკელების მიმართ, ეს გაივლის, ჩვენ უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ პასუხი არ არის მორჩილება










