
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
გრენლანდიის პრემიერი – აშშ-თან მოლაპარაკებებში პროგრესი გვაქვს, თუმცა არის წითელი ხაზები, ჩვენ არ გავყიდით გრენლანდიას
გრენლანდიის ხელისუფლება აცხადებს, რომ აშშ-თან მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება, თუმცა კუნძული არ იყიდება. ამის შესახებ გრენლანდიის ხელისუფლებამ მას შემდეგ განაცხადა, რაც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი გრენლანდიის საკითხებში ჯეფ ლენდრი ნუუკში ჩავიდა. როგორც ცნობილია, ჯეფ ლენდრიმ მოლაპარაკებები გრენლანდიის პრემიერ-მინისტრ იენს-ფრედერიკ ნილსენსა და საგარეო საქმეთა მინისტრთნ, მუტე ეგედესთან გამართა. გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამერიკულ მხარეს თავიანთი პოზიცია გააცნეს.










