
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
რუსეთის არმიამ დრონებით შეუტია კიევსა და დნიპროს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი განაცხადეს, რომ 30-ზე მეტი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს
რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის ვადის ამოწურვის შემდეგ საბრძოლო მოქმედებები განახლდა. რუსეთის სამხედრო ძალებმა განაახლეს უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმები დრონებისა და რაკეტების გამოყენებით. უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა მოხდა კიევზე. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, ობოლონის რაიონში ჩამოგდებული რუსული დრონის ნამსხვრევები 20-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავს დაეცა. შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელიც მოსახლეობამ საკუთარი ძალებით










