• January

      13

      2025
    • 126
    • 0
    ბელგიაში საპენსიო ასაკის გაზრდის გამო საყოველთაო გაფიცვა დაიწყო, პარალიზებულია საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა

    ბელგიაში საპენსიო ასაკის გაზრდის გამო საყოველთაო გაფიცვა დაიწყო, პარალიზებულია საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა

    ბელგიაში ახალი საპენსიო რეფორმის გამო საყოველთაო გაფიცვაა, პარალიზებულია საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს. პირველი იანვრიდან ბელგიაში საპენსიო ასაკი 65 წლიდან 66 წლამდე გაიზარდა და 2030 წლისთვის 67 წლამდე გაიზრდება, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ბრიუსელის აეროპორტში რეისების თითქმის ნახევარი გაუქმდა, რადგან აეროპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ. ეროვნულ გაფიცვას შეუერთდა ათიათასობით მასწავლებელიც, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით

    • January

      13

      2025
    • 101
    • 0
    ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი ლიდერობს

    ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი ლიდერობს

    ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი ლიდერობს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. როგორც სააგენტო იუწყება, ამ დროისთვის დათვლილია ხმების 98,65%. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ოპოზიციური „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელმა, მოქმედმა პრეზიდენტმა,ზორან მილანოვიჩმა ხმების 74.58% მოიპოვა. მისმა ოპონენტმა, ხორვატიის „დემოკრატიული კავშირის“ წარმომადგენელმა, დრაგან პრიმორაცმა კი ხმათა 25.42% მიიღო. არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 44.15% შეადგინა. „პირადად ჩემთვის

    • January

      13

      2025
    • 112
    • 0
    გერმანიის თავდაცვის მინისტრმა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების დაბლოკვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო

    გერმანიის თავდაცვის მინისტრმა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების დაბლოკვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო

    გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების დაბლოკვის შესახებ. Tagesspiegel-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ კანცლერი ოლაფ შოლცი არ ბლოკავს უკრაინის არმიისთვის სამი მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტს. „არავითარი ბლოკადა არ არსებობს. თავდაცვის სამინისტროში მოვამზადეთ ახალი დახმარების პაკეტი უკრაინისთვის. ახლა ეს პოლიტიკურად უნდა გადაწყდეს, როგორც კი ყველა საკითხი გაირკვევა.

    • January

      13

      2025
    • 107
    • 0
    ბელგრადში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

    ბელგრადში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

    სერბეთის დედაქალაქში ათი ათასობით დემონსტრანტი ანტისამთავრობო აქციას შეუერთდა. ბელგრადში აქციის მონაწილეებმა 15 წუთის განმავლობაში დუმილით პატივი მიაგეს რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. აქციის მონაწილეები ტრაგედიაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ. საპროტესტო აქცია ბელგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დააორგანიზეს. ისინი სახურავის ჩამონგრევაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ. დემონსტრანტები მმართველ პარტიას, პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესულ პარტიას“ კორუფციასა და ნეპოტიზმში

    • January

      13

      2025
    • 106
    • 0
    ლოს ანჯელესის ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მზად არიან მოსალოდნელი ძლიერი ქარისთვის, რამაც შესაძლოა, ტყის ხანძრები გააძლიეროს

    ლოს ანჯელესის ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მზად არიან მოსალოდნელი ძლიერი ქარისთვის, რამაც შესაძლოა, ტყის ხანძრები გააძლიეროს

    ლოს ანჯელესში მეხანძრეები ცეცხლის ჩასაქრობად მუშაობას განაგრძობენ. როგორც მედია წერს, ისინი ნელ-ნელა ახერხებენ ხანძრის ლოკალიზებას, თუმცა ძლიერი ქარი კვლავ საფრთხეს უქმნის სან ფერნანდოს ხეობის მჭიდროდ დასახლებულ თემებს. ლოს ანჯელესის ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მომავალი კვირისთვის მოსალოდნელი ძლიერი ქარის ახალი ტალღისთვის მზად არიან, რამაც შესაძლოა, რეგიონში ტყის ხანძრები კიდევ უფრო გააძლიეროს. სახანძრო სამსახურში ამბობენ, რომ წყლის

    • January

      13

      2025
    • 109
    • 0
    სუმის ოლქსა და ქალაქ კუპიანსკში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაშავდა ორი და დაიღუპა ერთი ადამიანი

    სუმის ოლქსა და ქალაქ კუპიანსკში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაშავდა ორი და დაიღუპა ერთი ადამიანი

    რუსმა სამხედროებმა სუმის ოლქზე თავდასხმა განახორციელეს. მათ უპილოტო საფრენი აპარატებით სამარშრუტო ავტობუსზე მიიტანეს იერიში. სუმის ოლქის პროკურატურის განცხადებით, შემთხვევის შედეგად ორი მგზავრია დაშავებული. სუმის ოლქის პროკურატურაში აცხადებენ, რომ ომის დანაშაულის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. ამასთან, თავდასხმა განხორციელდა ხარკოვის ოლქის მიმართულებითაც. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქალაქ კუპიანსკის დაბომბვის შედეგად დაიღუპა მშვიდობიანი მოქალაქე და დაზიანდა საწარმო.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor