• December

      22

      2024
    • 81
    • 0
    თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა, დაიღუპა ოთხი ადამიანი

    თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა, დაიღუპა ოთხი ადამიანი

    თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა. მომხდარის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვერტმფრენი ქალაქ მუღლას სასწავლო და კვლევითი საავადმყოფოდან ფრინდებოდა, რის შემდეგაც შენობას შეეჯახა. მასში იმყოფებოდა ორი პილოტი, ექიმი და კიდევ ერთი სამედიცინო პერსონალი. საავადმყოფოს შენობაში მყოფი არცერთი პირი არ დაშავებულა. შემთხვევის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

    • December

      22

      2024
    • 83
    • 0
    ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა დასავლეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, თუმცა არა რუსეთის ინტერესების საზიანოდ

    ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა დასავლეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, თუმცა არა რუსეთის ინტერესების საზიანოდ

    რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა აშშ-სთან და სხვა დასავლურ ქვეყნებთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, თუმცა არა რუსეთის ინტერესების საზიანოდ. „ყველაფრის გაკეთება შეიძლება, თუ სურვილი არსებობს. ჩვენ ეს სურვილი არასდროს დაგვიკარგავს“, – განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, საერთაშორისო ურთიერთობებში ყველაფერი იცვლება, უცვლელი რჩება მხოლოდ ინტერესები. „თუ დავინახავთ, რომ სიტუაცია იცვლება იმგვარად, რომ არსებობს

    • December

      22

      2024
    • 90
    • 0
    რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის ხუთ რეგიონზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის ხუთ რეგიონზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    რუსმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ 21 დეკემბრის ღამეს საჰაერო თავდაცვის საშუალებებით 42 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ „ტელეგრამ”-არხზე გავრცელებული ინფორმაციით, 20 დრონი ორლოვის ოლქის ტერიტორიაზე განადგურდა, რვა უპილოტო საფრენი აპარატი – როსტოვისა და ბრიანსკის ოლქების თავზე, ხუთი – კურსკის ოლქის თავზე და ერთი – კრასნოდარის მხარის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. მანამდე, ორლოვის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი კლიჩკოვმა

    • December

      22

      2024
    • 100
    • 0
    გერმანიამ საშობაო ბაზრობაზე უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა

    გერმანიამ საშობაო ბაზრობაზე უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა

    ოთხი დაღუპული და 100-ზე მეტი დაშავებული, ამ შედეგებით დასრულდა მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე 20 დეკემბერს მომხდარი თავდასხმა. საშობაო სოფელში, სადაც უამრავი ხალხი იმყოფებოდა თავდამსხმელი ავტომობილით შევარდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი საუდის არაბეთის მოქალაქე, პროფესიით ექიმი, 1974 წელს დაბადებული მამაკაცია, რომელიც გერმანიაში 2006 წლიდან ცხოვრობდა. საშობაო ბაზარზე მომხდარი თავდასხმის შემდგომ, გერმანიის ხელისუფლებამ უსაფრთხოების ნორმები გაამკაცრა. მაგდებურგელ სამართალდამცავებს დახმარება

    • December

      22

      2024
    • 88
    • 0
    „ბიბისი“ – ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ფინალურ ფაზაშია

    „ბიბისი“ – ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ფინალურ ფაზაშია

    ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები 90%-ით დასრულებულია, თუმცა რჩება რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გადაჭრას საჭიროებს, – ამის შესახებ მოლაპარაკებებში ჩართულმა პალესტინელმა მაღალჩინოსანმა „ბიბისის“ განუცხადა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი სადავო საკითხია ისრაელის სამხედრო ძალების ყოფნა ე.წ. ფილადელფიის კორიდორში – სტრატეგიულად მნიშვნელოვან ზოლში ღაზის სამხრეთით, ეგვიპტის საზღვართან. პალესტინელი ოფიციალური პირი

    • December

      21

      2024
    • 98
    • 0
    ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბულგარეთისგან „ბალკანური ნაკადის“ საშუალებით რუსული გაზის შეუზღუდავი ტრანზიტის გარანტია მიიღო

    ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბულგარეთისგან „ბალკანური ნაკადის“ საშუალებით რუსული გაზის შეუზღუდავი ტრანზიტის გარანტია მიიღო

    უნგრეთმა ბულგარეთისგან მიიღო გარანტია, რომ რუსული გაზის ტრანზიტი „ბალკანური ნაკადის“ საშუალებით არ შეიზღუდება. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. ვიქტორ ორბანი სოფიაში ბულგარეთის პრეზიდენტთან, რუმენ რადევთან და ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბოიკო ბორისოვთან შეხვედრა გამართა. „ჩვენი ამოცანაა, შევთანხმდეთ პრეზიდენტთან და მთავრობის მომავალ წევრებთან, რათა ბუნებრივი აირის მიწოდების მარშრუტი იყოს უსაფრთხო. ეს გარანტიები გუშინ მივიღე“, – განაცხადა

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor