
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი – რუსეთი ღიაა ყველა ქვეყანასთან თანასწორობის და საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებზე დაფუძნებული ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობისთვის
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია ღიაა ყველა ქვეყანასთან თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის. „რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, ის ღიაა ყველა სახელმწიფოსთან თანასწორობის, საშინაო საქმეებში ჩაურევლობისა და საერთაშორისო სამართლის მკაცრი დაცვის პრინციპებზე დაფუძნებული ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნა პუტინმა. მისი მტკიცებით, რუსეთი ყოველთვის ერთგულია ქვეყნებთან ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის ლოგიკის და კონფრონტაციისკენ არ ისწრაფვის.










