
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ნატო-ს უმაღლესი სარდალი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა, თუმცა მას კვლავ აქვს საშიში საბრძოლო ძალები, რომლებსაც ომისგან ზიანი თითქმის არ მიუღიათ
რუსეთმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა უკრაინაში, თუმცა მას კვლავ აქვს საშიში საბრძოლო ძალები, რომლებსაც ომისგან თითქმის არ მიუღიათ ზიანი, – ამის შესახებ ევროპაში ნატო-ს მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების უმაღლესმა სარდალმა, კრისტოფერ კავოლიმ განაცხადა. მისი თქმით, საუბარია შორეული ავიაციის, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალების, თავდაცვითი ქვედანაყოფების და წყალქვეშა საშუალებების შესახებ. კავოლიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ტაქტიკური ავიაციის დიდი ნაწილი










