
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, აშშ-ის ელიტური სპეცდანიშნულების რაზმი, რომელმაც ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდირება მოახდინა, ჩინეთის შესაძლო შეჭრის შემთხვევაში ტაივანის დასახმარებლად ემზადება
აშშ-ის საზღვაო ძალების ელიტური სპეცდანიშნულების რაზმი Seal Team 6, რომელმაც 2011 წელს ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდირება მოახდინა, ამჟამად ემზადება ტაივანის დასახმარებლად, ჩინეთის მხრიდან შესაძლო შეჭრის შემთხვევაში. ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს. სტატიის მიხედვით, საიდუმლო სპეცდანიშნულების რაზმი, რომელსაც სამხედრო ძალების ყველაზე რთული მისიები აქვს დაკისრებული, უკვე ერთ წელიწადზე მეტია ემზადება ჩინეთისა და ტაივანის შესაძლო კონფლიქტისთვის.










