
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ჯო ბაიდენსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების ხელშეწყობის გზებზე ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა. „პრეზიდენტი ბაიდენი ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს. საუბრისას განიხილეს ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება, ასევე დიპლომატიური ძალისხმევა რეგიონალური დაძაბულობის დეესკალაციისთვის“,- ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. თეთრი სახლის ცნობით, სატელეფონო საუბარში ჩართული იყო აშშ-ის ვიცე










