
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
სერგეი ლავროვი – ევროპა ამბობს, „არ გაბედოთ ჩვენ გარეშე რამის გაკეთება“, ბიჭებო, თქვენ უკვე გქონდათ შანსები, რომლებიც ხელიდან გაუშვით
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებებს უკრაინასთან დაკავშირებით ოცნება უწოდა, რომელსაც, მისივე თქმით, არაფერი აქვს საერთო კონფლიქტის მოგვარებასთან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მოსკოვი ამერიკული მხარისგან მოელის, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ შემოთავაზებული უკრაინის საკითხის მოგვარების გეგმის ევროპასა და უკრაინასთან შეთანხმებულ ვერსიას წარადგენს. ლავროვის მტკიცებით, თუ დოკუმენტიდან წაიშლება ანკორიჯის










