
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
რუსეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებები აცხადებენ, რომ 2024 წელს „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის „შედეგები სათანადოდ დაარეგულირეს“
აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ 2024 წლის დეკემბერში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის „შედეგები სათანადოდ დაარეგულირეს“. განცხადებაში წერია, რომ მხარეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, მოაგვარეს ავიაკატასტროფასთან დაკავშირებული კომპენსაციის გადახდის საკითხიც, თუმცა არ დაკონკრეტებულა, როგორ მოხდა საკითხის მოგვარება. „გადადგმული ნაბიჯები ადასტურებს ორმხრივ მისწრაფებას, მომავალშიც განავითარონ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა მოკავშირეობრივი ურთიერთქმედების ფარგლებში“,










