
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ჯოზეფ ბორელი – ამერიკელებმა უნდა გადაწყვიტონ, ვისი ხილვა სურთ თეთრ სახლში, დარწმუნებული ვარ, ეს იქნება მნიშვნელოვანი განსხვავების მომცემი ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის
ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას, საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნის შესახებ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ეხმაურება. ბორელის თქმით, ამერიკელების გადასაწყვეტია, ვინ იქნება მათი მომდევნო პრეზიდენტი, მაგრამ ამაზეა დამოკიდებული, როგორი ურთიერთობა ექნება აშშ-სა და ევროპას. „ამერიკელებმა უნდა გადაწყვიტონ, ვისი ხილვა სურთ თეთრ სახლში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავების










