
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ევროკომისიის დოკუმენტი – გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული, კარგად უნდა იყვნენ მომზადებული წევრობის მსურველი ქვეყნებიც და ევროკავშირიც
ევროკომისიამ მიიღო დოკუმენტი ევროკავშირის გაფართოებამდე რეფორმებისა და პოლიტიკის მიმოხილვის შესახებ. როგორც ევროკომისიის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნული, ეს დოკუმენტი ხელს უწყობს შიდა რეფორმების განხილვის პროცესს, რომელიც ევროკავშირმა უნდა გაატაროს კავშირის გაფართოებისთვის მოსამზადებლად. დოკუმენტი განიხილავს უფრო დიდ ევროკავშირს ოთხ ძირითად სფეროში: ღირებულებები, პოლიტიკა, ბიუჯეტი და მმართველობა, რითიც საფუძველი ეყრება გაფართოებისწინა პოლიტიკის მიმოხილვას. ევროკომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაფართოება









