
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
სერგეი ლავროვი – კიევი „ომის პარტიის“ აზრით ხელმძღვანელობს, ევროპაში, ასევე ამერიკაში არიან პოლიტიკოსები, განსაკუთრებით კონგრესში, რომლებიც ამ პარტიას მიეკუთვნებიან
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ოფიციალური კიევი „ომის პარტიის“ პოზიციით ხელმძღვანელობს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებულ უცხოელი ელჩებისთვის გამართულ მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე განაცხადა. „ვხედავთ, რომ კიევი „ომის პარტიის“ აზრით ხელმძღვანელობს. ევროპაში, მაგრამ ასევე ამერიკაში არიან პოლიტიკოსები, განსაკუთრებით კონგრესში, რომლებიც ამ პარტიას მიეკუთვნებიან“, – განაცხადა ლავროვმა.










