
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
სლოვაკეთი და უნგრეთი „დრუჟბის“ მილსადენის მდგომარეობის შესასწავლად საგამოძიებო კომისიას ქმნიან
სლოვაკეთი და უნგრეთი „დრუჟბის“ მილსადენის მდგომარეობის შესასწავლად საგამოძიებო კომისიას ქმნიან. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ორბანმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, რობერტ ფიცოსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ისაუბრა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი გუნდი ამტკიცებენ, რომ მილსადენით მიწოდების განახლება ტექნიკური დაბრკოლებების გამო შეუძლებელია, რაც საფრთხეს უქმნის როგორც უნგრეთის, ასევე სლოვაკეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.










