
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ჰენრი კისინჯერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სი ძინპინმა ჯო ბაიდენს სამძიმრის წერილი გაუგზავნა
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვან ვენბინმა განაცხადა. „ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა უნდა დაამკვიდრონ და განახორციელონ კისინჯერის სტრატეგიული ხედვა, პოლიტიკური გამბედაობა და დიპლომატიური სიბრძნე, ხელი შეუწყონ ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების ჯანსაღ, სტაბილურ და მდგრად









