
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
პალესტინის პრეზიდენტი – ჩვენს მიწას არ დავტოვებთ
ჩვენს მიწას არ დავტოვებთ, – ამის შესახებ პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა ეგვიპტეში მიმდინარე სამიტზე განაცხადა. „ჩვენ არასოდეს დავთანხმდებით გადაადგილებას, ჩვენ დავრჩებით ჩვენს მიწაზე, როგორიც არ უნდა იყოს გამოწვევები“, – აღნიშნა მან. ეგვიპტის დედაქალაქში სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც 20 ქვეყნიდან ჩასული მაღალი თანამდებობის პირები ესწრებიან. სამიტში მონაწილეობას არ იღებენ აშშ-ის, ისრაელის, „ჰამასისა“ და ირანის წარმომადგენლები.









