
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
„ბლუმბერგი“ – დრონებისგან დასაცავად პოლონეთი ნატო-ს ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებს სთხოვს
დრონებისგან დასაცავად პოლონეთი ნატო-ს ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებს სთხოვს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, შესაბამისი თხოვნით ვარშავამ ნატო-ს მას შემდეგ მიმართა, რაც 10 სექტემბერს პოლონეთის საჰაერო სივრცე რუსულმა დრონებმა დაარღვიეს. ამ თემაზე პოლონეთის მთავრობამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებთან კონსულტაციები გამართა. „ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ფინეთი და ბალტიის ქვეყნები – ყველა მოკავშირე მზად










