
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო, სიახლეები
ირანმა ისრაელი გაერო-ს მეშვეობით გააფრთხილა, რომ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში, ომში ჩაერევა
ირანმა ისრაელი გაერო-ს არხით გააფრთხილა, რომ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში, ომში ჩაერევა, – ამის შესახებ ინფორმაციას „აქსიოსი“ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი 14 ოქტომბერს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში გაერო-ს წარმომადგენელს, ტორ ვენესლანდს შეხვდა. „აქსიოსის“ ცნობით, ვენესლანდმა მოუწოდა ამირაბდოლაჰიანს, დაეხმაროს ახლო აღმოსავლეთის ფართო რეგიონში ღაზასა










