
საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს თაღლითური ფინანსური სქემების შესახებ აფრთხილებს
ეროვნული ბანკი მოქალაქეებს ფინანსური თაღლითური სქემების შესახებ აფრთხილებს. როგორც ეროვნული ბანკის ინფორმაციაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში კვლავ დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები მოქალაქეებს მობილური აპლიკაცია WhatsApp-ის და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით უკავშირდებიან და თავს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებად აცნობენ. ასევე, დაფიქსირდა საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ლოგოს უკანონოდ გამოყენების შემთხვევები. „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირები მოქალაქეებს სხვადასხვა










