
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი წელს 100-მა კადეტმადაამთავრა. კადეტებს ლიცეუმის დასრულება თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. ღონისძიება ლიცეუმის პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. ღონისძიებას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და კადეტების ოჯახის წევრები დაესწრნენ. ლიცეუმის მე-14 გამოშვების