
15 მარტი ქართული არტილერიის დღეა
დღეს საქართველოს თავდაცვის ძალები არტილერიის დღეს აღნიშნავს. ქართული არტილერიის 32 წლის იუბილე ვაზიანში, მე-5 საარტილერიო ბრიგადაში აღინიშნა. არტილერისტებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ მიულოცა და თავდაცვის ძალებისთვის არტილერიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. არტილერიის დღე აღინიშნა ხონშიც, მე-6 საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე. ღონისძიება პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვის სამინისტროს სისტემაში










