
სსიპ ,,თავდაცვის მოხალისესა” და სსიპ ,,ახალგაზრდობის სააგენტოს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტის განხორციელების მიმართულებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან უკვე წლებია აქტიურად თანამშრომლობს. სამინისტროებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში დღეს, სსიპ „თავდაცვის მოხალისესა“ და სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სსიპ „თავდაცვის მოხალისის“ დირექტორმა, გიორგი სახოკიამ და სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ბააკაშვილმა მოაწერეს. მემორანდუმი ახალგაზრდებში










