
შალვა პაპუაშვილი – ყველა დიდმა ქსელმა თქვა, რომ კონკრეტული პროდუქტები მუდმივად დაბალ ფასებში იქნება, მომხმარებელს ეცოდინება, რომ ამ პროდუქტზე ყოველდღე იქნება ყველაზე დაბალი ფასი
ფასების კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის პლენარულ სხდომაზე გამოტანა დაგეგმილი არ არის. პროცესი საჯარო იყო, ყველა მიგნება, პოზიცია საჯარო და განხილული იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, დასკვნის შინაარსით კმაყოფილია. „ფასების თაობაზე მსჯელობა ყოველთვის ცარიელი სიტყვები იყო, არგუმენტების გარეშე. მსჯელობა იმით შემოიფარგლებოდა, დახლზე რა ფასი იყო. კომისიამ შეძლო, რომ დაზუსტებით










