
სვანეთი ფრირაიდის მსოფლიო ტურს უკვე მეორედ მასპინძლობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) ორგანიზებით, 22 თებერვალს კურორტ თეთნულდზე ფრირაიდის მსოფლიო ტური გაიმართება. საქართველო, უკვე მეორედ, ექვს წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორისაა (კანადა, საფრანგეთი, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია და საქართველო), რომლებსაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდათ წილად. ღონისძიებაში 50 გამორჩეული რაიდერი იასპარეზებს, მათ შორის, „ვაილდ ქარდის“ მფლობელი, საქართველოს წარმომადგენელი ჯაბა სხვედიანი.










