
ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი პროექტი სამგორის რაიონში განხორციელდება
ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი პროექტი სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლების მე-3 მასივში, შუამთის ქუჩა N40 ა-ში განხორციელდება. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ ავარიულ შენობაში, რომლის დემონტაჟიც განხორციელდება, ამჟამად 55 ოჯახი ცხოვრობს, რომელსაც მუნიციპალიტეტი დროებით ქირით უზრუნველყოფს. „ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში, არქიტექტურული პროექტის შესაბამისად, მოეწყობა 22 ერთეული ავტოსადგომი,










