
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ტრიქინელოზით დაავადების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 27 იანვარს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება ტრიქინელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ. აღნიშნულის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული. სააგენტოს განცხადებით, შეტყობინების თანახმად, 63 წლის პაციენტს დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე რამდენიმე დღით ადრე საკვებად მიღებული აქვს სოფელ ოზურგეთში ნაყიდი ღორის ხორცი და კუპატი (ხორცი მიიღო ოჯახის სხვა წევრმაც, თუმცა,










