
ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ გუშინდელი აქციიდან კლინიკაში სამი პაციენტი გადაიყვანეს, რომელთაგან ორი ბინაზე გაეწერა, ერთი კი მკურნალობას დაწესებულებაში აგრძელებს
ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ კლინიკაში აქციის მიმდინარეობისას დაშავებული სამი ადამიანი გადაიყვანეს. ორ მათგანს ჰოსპიტალიზება არ დასჭირდა. ექიმის განცხადებით, ერთ-ერთ დაშავებულს მხრის ძვლის ამოვარდა ჰქონდა, მეორეს სასუნთქი ორგანოების დაზიანება აღენიშნებოდა. კლინიკაში მხოლოდ ერთი დაშავებული დატოვეს, რომელსაც ტვინის შერყევა აქვს. „კლინიკაში სამი პაციენტი იქნა შემოყვანილი. აქედან ორი ამბულატორიული მეთვალყურეობით გაეწერა ბინაზე, ერთი პაციენტი თავის ტვინის შერყევით მოთავსდა










