
გრუნი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მიერ აღიარებული სამედიცინო უნივერსიტეტია
სიამაყით გვსურს გაცნობოთ, რომ იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების სამინისტრომ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ( GRUNI ) ოფიციალურად აღიარა, როგორც აკრედიტებული სამედიცინო უნივერსიტეტი. მიგვაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი ეტაპი კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოსა და იორდანიას შორის არსებულ ხანგრძლივ აკადემიურ და დიპლომატიურ პარტნიორობას. ჩვენთვის კი, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, ეს არის კიდევ უფრო მეტი სტიმული, უზრუნველვყოთ










