
კახა კალაძე – არავის ვუკრძალავთ ავტომობილით გადაადგილებას, მაგრამ უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ, ქალაქის ქუჩების სივრცე უსასრულო არ არის
თბილისის მერიის კამერებით აღრიცხვის სისტემის მონაცემებით, დედაქალაქში ერთი დღის განმავლობაში 900 ათასამდე ავტომობილი ფიქსირდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გაკეთებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც თბილისში სატრანსპორტო მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მისივე განმარტებით, ეს არ არის კამერებთან ავტომობილების გავლების ჯამური რაოდენობა, თითოეული ავტომობილი, მიუხედავად იმისა, რამდენმა კამერამ დააფიქსირა, სისტემაში მხოლოდ ერთხელ ითვლება. „დღეს










