
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 იანვრამდე საქართველოში ცივი ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტო 21-23 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 24 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი. „თბილისში ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, -6, დღისით +2, +6 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 21 და 23 იანვარს მოსალოდნელია ნალექიანი, ხოლო 22 იანვარს – უნალექო ამინდი.










