
ირაკლი კობახიძე – ვუსამძიმრებ ჩინეთში აფეთქების შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენი ფიქრები ახლა დაშავებულებთანაა, ვუსურვებთ მათ გამოჯანმრთელებას
ვუსამძიმრებ ჩინეთში, ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქების შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მთავრობის მეთაური დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს. „ჩვენი ფიქრები ახლა დაშავებულებთანაა. ვუსურვებთ მათ გამოჯანმრთელებას, ხოლო ყველა დაზარალებულს გამძლეობას“, – აღნიშნულია განცხადებაში. ჩინეთში, პიროტექნიკის ქარხანაში ძლიერი აფეთქების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 61 კი დაშავდა.










