
მიხეილ სარჯველაძემ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლებთან გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებზე იმსჯელა
ჯანდაცვის სამინისტროში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის (CGM) სისტემებზე იმსჯელეს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ბენეფიციარები უახლესი სისტემებითა და სენსორებით მარაგდებიან. ამასთან, მათივე ინტერესების გათვალისწინებით, დამატებითი საჭიროებების მიმართულებით უწყება კვლავ აგრძელებს მუშაობას. მიხეილ სარჯველაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მათ, ვინც ინსულინის ტუმბოს (პომპა) იყენებს, სამინისტრო










