
იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეებს ახალ სერვისს, „გონიერ კონტრაქტს“ სთავაზობს
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ინოვაციური პროდუქტის – „გონიერი კონტრაქტის“ სისტემის გამოყენება დაიწყო. „გონიერი კონტრაქტის“ სისტემა ტრადიციული ოპერაციების ახლებურად განხორციელების საშუალებას იძლევა. თანხის გადახდა და ქონების რეგისტრაცია ერთდროულად ხდება – მხარეები ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას ციფრულ ფორმატში, დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით გააფორმებენ; ასევე, „გონიერი კონტრაქტის“ მეშვეობით შესაძლებელია იპოთეკის იმავე მეთოდით რეგისტრაციაც. უძრავი ქონების ტრანზაქციებში










