
200-მდე დევნილ ოჯახს ქუთაისში ბინები გადაეცა
200-მდე დევნილ ოჯახს ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში გარემონტებული ბინები გადაეცა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი ხუთ 16-სართულიან კორპუსში 800 ბინას აერთიანებს. დევნილ ოჯახებს ახალმოსახლეობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მიულოცეს. მათ ახალაშენებული ბინები დაათვალიერეს და საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნენ. როგორც










