
ალექსანდრე წულაძემ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მინისტრი განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ახალ შენობაში სწავლის დაწყება მიულოცა. მინისტრთან ერთად ახლად რეაბილიტირებული სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის










