
ირაკლი ქარსელაძე – ბორჯომის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია ქალაქის ტურისტულ პოტენციალს გაზრდის
ბორჯომის ცენტრალური პარკის განახლება-მოდერნიზების შედეგად, ქალაქის მაცხოვრებლებისა და სტუმრებისათვის პარკში დასვენება კიდევ უფრო საინტერესო გახდება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ბორჯომის ცენტრალურ პარკში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა. „ქალაქ ბორჯომის ისტორიული არეალის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტი მოიცავს როგორც ხიდების აღდგენას, ისე შესაბამისი საინჟინრო ქსელებისა და სხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას. ამასთან, უკვე მიმდინარეობს










