
კახა კალაძე – იპოდრომი არის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, სადაც „ქართუ“ ხარჯავს საკუთარ თანხას პარკის მოსაწყობად
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მედიასთან საუბრისას გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას ფონდ „ქართუს“ მიერ იპოდრომის ტერიტორიის თითქოსდა დაბრუნებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს ტერიტორია არის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილი ცენტრალური პარკის მშენებლობას ფონდი „ქართუ“ განახორციელებს. „რაც შეეხება იპოდრომის ტერიტორიას, ეს არის მუნიციპალიტეტის, სადაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, ბიძინა ივანიშვილი ხარჯავს საკუთარ თანხას, რომ იქ მოეწყოს










