
თელავში რთველი 2024-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა
თელავში რთველი 2024-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი დაახლოებით 300 ათას ტონას შეადგენს. „წლებია, რაც მევენახეობა-მეღვინეობის დარგი გამოვაცხადეთ პრიორიტეტად და ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩავდეთ ამ დარგის განვითარებისთვის. კონკრეტული შედეგები გვაქვს სახეზე და ეს არის გამოხატული როგორც ვენახების ფართობების, ასევე ღვინის ექსპორტის










