
შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მფლობელები საეტაპო ოქმის დადგენილი წესით არწარდგენის გამო, ჯარიმისგან 2025 წლის 31 დეკემბრამდე გათავისუფლდებიან
შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მფლობელები საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის განსაზღვრული ჯარიმისგან 2025 წლის 31 დეკემბრამდე გათავისუფლდებიან. შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება. დღეს მოქმედი კანონით, ეს თარიღი 2023 წლის პირველ იანვრამდე იყო განსაზღვრული. ცვლილებების ინიციატორები უმრავლესობის წევრები არიან, რომლებიც განმარტავენ, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, უკვე 66 სამართალდამრღვევი პირი დაექვემდებარა დაჯარიმებას მშენებლობის პროცესში საეტაპო ოქმების










