
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გომბორის გზის რეაბილიტაცია შემოდგომაზე დასრულდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გომბორის გზის რეაბილიტაციის დასრულება შემოდგომისთვის იგეგმება. მათივე ცნობით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარატმენტი კახეთში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 33.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს. დასრულებულია ხელოვნური ნაგებობების ძირითადი ნაწილის და 26 კმ-ზე საგზაო სამოსის მოწყობის სამუშაოები. აქტიურად გრძელდება ასფალტის დაგება, დასრულების ეტაპზეა










