
„ჯარის ქალაქში“ სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების გადაცემის პროცესი დღეს დილიდან განახლდა
„ჯარის ქალაქში“ სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების გადაცემის პროცესი დღეს დილიდან განახლდა. საცხოვრებელი ბინების განაწილება, ლოტოტრონის პრინციპის საფუძველზე, საბინაო კომისიის მიერ ხდება. სამხედროებმა გუშინ 50მ2 და 110მ2-იანი საცხოვრებელი ბინები მიიღეს, დღეს კი 80მ2 ბინების განაწილება მიმდინარეობს. მახათას მთაზე სამხედროებისთვის 39 შვიდსართულიანი კორპუსი აშენდა, რომელშიც 1092 ბინა განთავსდა. სამხედროებმა 50მ2 (2-3 წევრი), 80მ2 (4 წევრი) და 110მ2-იანი (5 და










